კახეთში 34 წლის მამაკაცი 11 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფელში მცირეწლოვანის სავარაუდო გაუპატიურების ფაქტი გამოვლინდა.
არსებული ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცმა, 11 წლის გოგონა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ გააუპატიურა.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი, ოჯახის ნათესავია და ფაქტს, გოგონას მცირეწლოვანი დედ-მამიშვილებიც შეესწრნენ.
მამაკაცი სამართლადამცავებმა უკვე დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
გოგონას ოჯახს, მედიასთან კონტაქტი არ სურს და ფაქტსაც არ ადასტურებს.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე მუხლით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს, 15- დან 20 წლამდე, ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
არის თუ არა ეს შემთხვევა, პედოფილიის კიდევ ერთი ფაქტი, შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.