ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ გახარიამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.