ახალი ამბები

ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 პირი დაშავდა

ქალაქ ყვარელში მომხდარი ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი მძიმედ დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მანქანა მოუცურდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, შეჯახების შედეგად მძღოლმა მრავლობითი მოტეხილობა მიიღო, რის გამოც ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რაიონულ საავადმყოფოში მოათავსა.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.