კახეთში კორონავირუსით 110 -ე პაციენტი გარდაიცვალა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით 110- ე პაციენტი გარდაიცვალა. 63 წლის ქალი , რომელიც ახმეტიდან იყო, მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.
რეგიონში დღემდე კორონავირუსის 11 313 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ამ ეტაპზე გადის მკურნალობას 334 ადამიანი, მათ შორის 268 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 66 იმყოფება კოვიდ – კლინიკაში. რეგიონში კორონავირუსი 10 869- მა ადამიანმა დაამარცხა.