მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტში ცვლილებები განხორციელდა
თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი 8 თებერვლიდან სატესტო რეჟიმში მუშაობს.
ქალაქში 5 ახალი ავტობუსი მოძრაობს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები სატესტო რეჟიმში მუშაობენ. უწყებაში აცხადებენ, რომ თავდაპირველად დამუშავებულ 4 მარშრუტში ცვლილებები შევიდა.
“თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში გადაადგილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტობუსების გადაადგილების საბოლოო მარშრუტები დგინდება ” აცხადებენ თელავის მერიაში
შეცვლილი მარშრუტები ასე გამოიყურება:
“მარშუტი N1
დრო 08:05 – 19:30
-აგრარული ბაზარი -კავკასიონის, -სეხნიაშვილის ქუჩები, – ალაზნის გამზირი – აღმაშენებლის გამზირი
– ვარდისუბნის წრიული -ჭავჭავაძის გამზირი(მაწანწარა) – ქეთევან წამებულის ქუჩა – ერეკლე II-ის გამზირი (მოედანი) – არსენიშვილის ქუჩა (პოლიკლინიკა) – ფალიაშვილის ქუჩა (სამრევლო სკოლა) – კოლეჯი, უნივერსიტეტი – უნივერსიტეტის ქუჩა(ზუზუმბო) – კვირიკე დიდის ქუჩა
– გოგებაშვილის ქუჩა – ჩოხელის ქუჩა – აგრარული ბაზარი
მარშუტი N2
დრო 08:05 – 19:30
აგრარული ბაზარი -ალაზნის გამზირი
– სეხნიაშვილის, – კავკასიონის – ვარდოშვილის – ქეთევან წამებულის -ბახტრიონის ქუჩები – უნივერსიტეტი, კოლეჯი – ფალიაშვილის ქუჩა – საავადმყოფო – ლეონიძის ქუჩა – სტადიონი – ნადიკვარი – ერეკლე II-ის გამზირი (მოედანი) – აგრარული ბაზარი
მარშუტი N3
დრო 08:00 – 19:30
,,თელიანი ველის” ქარხანა – მშვიდობის ქუჩა -თბილისის გზატკეცილი – რუსთაველის, აღმაშენებლის, ვარდოშვილის, ქეთევან წამებულის, ბახტრიონის ქუჩები – უნივერსიტეტი, კოლეჯი – ფალიაშვილის ქუჩა – ლეონიძის ქუჩა – ნადიკვარი – ერეკლე II-ის გამზირი (მოედანი) – აგრარული ბაზარი – ჭავჭავაძის გამზირი – თბილისის გზატკეცილი -,,თელიანი ველის” ქარხანა
მარშუტი N4
დრო 08:00 – 19:30
აგრარული ბაზარი – ჭავჭავაძის გამზირი (თი-ბი-სი ბანკი) – რუსთაველის გამზირი – თბილისის გზატკეცილი (მშვიდობის ქუჩაზე წრიული) – დავითაშვილის,
– თამარის (ლეგიონი) – ლეონიძის (სტადიონი) – საავადმყოფო – ფალიაშვილის – კოლეჯი, უნივერსიტეტი – ჩოხელის ქუჩები-ერეკლე II-ის გამზირი(მოედანი) -აგრარული ბაზარი”- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.