გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ კედელს შეეჯახა, შემდეგ გარე განათების ბოძს და ამობრუნდა.
შემთხვევის შედეგად მიღებული ტრამვებით, ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
მომხდარის გამო, ამ წუთებში, თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეფერხებულია.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ- კრიმინალისტები.