ახალი ამბები

1-ელი თებერვლიდან თელავში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის თქმით, 5 ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში შაბათ-კვირას არ იმუშავებს არც მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც აღნიშნულ ქალაქებში 1-ელი თებერვლიდან აღდგება.

„იწყებს მუშაობას მუნიციპალური ტრანსპორტი 5 ქალაქში, აღდგება სკოლების ფუნქციონირება, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ გაზრდილი მობილობა, შაბათ-კვირას ყველა ამ ქალაქში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი. რესტორნები, კვების ობიექტები, მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის შაბათ-კვირის შეზღუდვა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.