სოფელ კისისხევში ახალგაზრდა ქალი მოკლეს, დაჭრილია 1 პირი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. მძიმედ არის დაჭრილი 36 წლის მამაკაცი.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ კისისხევში მდებარე ერთ-ერთ ფერმაში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მიყენებული ჭრილობებით ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
ახალგაზრდა მამაკაცი კი მუცლისა და გულ- მკერდის არეში მიყენებული ჭრილობებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ამ წუთებში, დაჭრილს, ექიმები ქურურგიულ ოპერაციას უტარებენ.
დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცავები არიან მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.