სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლი იწვის
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლი იწვის.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის შემდეგ ოჯახმა ბინის დატოვება მოასწრო.
ადგილზე 5 სახანძრო ეკიპაჟია მობილიზებული.
რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა, საცხოვრებელ სახლში, ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცავები იმყოფებიან.