ყვარელში ღვინის სოფლის მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება
ყვარელში, ქინძმარაულის მიკროზონაში მალე პროექტის „ქინძმარაული ღვინის სოფლის“ მშენებლობა დაიწყება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ KTW ჯგუფის შვილობილი კომპანიის KTW Development-ისა და ცნობილი ფრანგული არქიტექტორული კომპანიის BPM Architectes-ის ერთობლივი პროექტი, ყვარელში განხორციელდება.მისი თქმით, ის ქართული სტუმარმასპინძლობისა და ევროპული გამოცდილების იდეალურ სინთეზს წარმოდგენს. BPM Architectes ღვინის თემატიკის მსხვილი პროექტების მშენებლობით ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საფრანგეთის ქალაქ ბორდოდან, “ქინძმარაული ღვინის სოფელი“ სწორედ ამ კომპანიის პირველი პროექტია საქართველოში.
,,სოფელი 35.5 ჰა ტერიტორიაზე გაშენდება. პროექტი მოიცავს საცხოვრებელ ვილებს, რომელთა არქტიტექტურა ბუნებას ჰარმონიულად შეერწყმება. 9 ჰა რეკრეაციული ზონა ბუნებრივი ტყით, ნაკადულებითა და ხელოვნური ტბით მოეწყობა. სოფელი გასტრონომიულ წერტილებს, ღვინის მაღაზიას, სპორტულ, საბავშვო მოედნებსა და ტურისტულ ატრაქციებს გააერთიანებს. 8 ჰა მიწაზე ქართული უნიკალური ჯიშების ვენახი გაშენდება. შატო „ქინძმარაული ვილიჯში” კი ადგილობრივი მოსავლიდან გადამუშავდება და ჩამოისხმება ღვინო. კომპლექსის ინფრსტრუქტურა ასევე გულისხმობს საფეხმავლო/ველო ბილიკებსა და ზიპლაინს, რაც ადგილობრივი სივრცის აღქმის საუკეთესო საშუალებაა. ტერიტორიაზე განთავსდება ბიზნეს ჰაბი „ბიზნესლაუნჯით“, სხვადასხვა სახის „ქო-ვორქინგ“ და საკონფერეციო სივრცეებით, რაც დისტანციურ მუშაობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის”,-აცხადებენ კომპანიაში.
ზღვის დონიდან 750 მეტრზე გაშენებული კომპლექსის პროექტის მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება. აღნიშნულ პროექტში KTW ჯგუფი უპრეცედენტო, 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.