პანკისში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
პანკისში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სოფელ დუისის მოსახლეობა “ამნისტიის შესახებ “ კანონის დამტკიცებას დადებითად აფასებს, თუმცა ისინი პროექტში დამატებითი ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ.
შეკრებილებმა ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე დაკავებულების გათავისუფლება ან სასჯელის შემსუბუქებაზეც გაამახვილეს ყურადღება.
მათი შეფასებით, კარგი იქნება თუ ჩატაევის საზღვარზე შემოყვანის ბრალდებით მსჯავრდებულ 4 ახალგაზრდს შეღავათები დაუწესდება, რადგან მათ დანაშაული გაუთვითცნობიერებლად ჩაიდინეს და არ არიან ტერორისტები , ამიტომ პარლამენტმა და სახელმწიფომ ამ შემთხვევაში ჰუმანურობა უნდა გამოიჩინოს.
აქციაზე იმყოფებოდნენ პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრები. ხასო ხანგოშვილის განცხადებით, მოსახლეობა უახლოეს დღეებში ხეობაში ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს, რომელსაც ახმეტა- თელავი- ყვარელი – ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატ, ირაკლი ქადაგიშვილს პარლამენტთან შუამდგომლობისათვის გაუგზავნიან.
პარლამენტმა “ამინისტიის შესახებ “ მეორე მოსმენით 86 ხმით არც ერთის წინააღმდეგ 5 იანვარს დაამტკიცა. მომზადებული პროექტის მიხედვით ირკვევა, რომ შეღავათები გავრცელდება იმ მსჯავრდებულებზე, რომელთაც ნაკლებად მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი.
კანონპროექტს განხილვა მესამე მოსმენით მოხდება, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო საბოლოოდ რამდენიმე დღეში დაამტკიცებს.