კახეთში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა
კახეთის რეგიონში კორონავირუსის 169 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 9 066 შეადგინა.
,,მუნიციპალიტეტებში კოვიდსტატისტიკა ასე გამოიყურება: ახმეტა-637, გურჯაანი-1946, დედოფლისწყარო -678, თელავი -2126, ლაგოდეხი – 1222, საგარეჯო -1069, სიღნაღი-604, ყვარელი -784.
ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას, შეადგენს 2 231 პირს, მათ შორის 2 085 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 3 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 143 იმყოფება კოვიდ კლინიკაში, 6 757 გამოჯანმრთელდა, 78 კი გარდაიცვალა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობაა – 169, მათგან: ახმეტა-15, გურჯაანი-37, დედოფლისწყარო -7, თელავი-39, ლაგოდეხი-17, საგარეჯო-34, სიღნაღი -7, ყვარელი -13. სულ გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა შეადგენს -6 757-ს. დღის განმავლობაში გარდაიცვალა 2 პირი.
ორივე გარდაცვლილი ასაკოვანი ადამიანია, 1 მამაკაცი, 1 ქალი. ორივე ლაგოდეხის რაიონიდან იყო და ისინი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გარდაიცვალნენ”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.