,,თავისუფლების მარში” კახეთში აქციებს მართავს
“თავისუფლების მარში” კახეთში აქციებს მართავს.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად საგარეჯოში იმყოფებოდნენ, საიდანაც გურჯაანში და ყვარელში გადაინაცვლეს.
მათი თქმით, აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნაა, რვა მარტის შეთანხმების შესრულება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.
მოძრაობის წევრებმა ტრანსფარანტებით, შეძახილებით ცენტრალური ქუჩებში მსვლელობა გამართეს.
„თავისუფლების მარში“ დღის ბოლოს შემაჯამებელ აქციას თელავში გამართავს. ისინი აქციას საქართველოს მასშტაბით გამართავენ. შემაჯამებელი აქცია კი პარლამენტის წინ გაიმართება.