თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდიმარეობს.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, აცხადებს, რომ ამ დროისთვის თელავში აქტიურად მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანებისთვის საჭირო დამატებითი სამუშაოები.
დაგეგმილია 124 კორპუსში 4 124 აბონენტის გამრიცხველიანება.
,, გარდა ამისა, დასრულების ეტაპზეა თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მესამე ფაზის I ეტაპის სამშენებლო სამუშაოებიც. ასევე იწყება „წიწმატიანის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური წყალდენის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები
მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს წყლის მიწოდება საგრძნობლად გაუუმჯობესდება. საერთაშორისო პროექტის განხორციელების შედეგად კი თელავი სრულად გადავა 24 საათიან წყალმომარაგებაზე”,-განაცხადა გიგა მანდარიამ.