კახეთში კორონავირუსით 29-ე პაციენტი გარდაიცვალა
კახეთის რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, 80 წლის მამაკაცი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში სამკურნალოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანიდან გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, თანხმლები დაავადებების გამო მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ბოლო რამდენიმე თვეში, რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსით 4 218 მოქალაქე დაინფიცირდა. გარდაცვლილია 29 ადამიანი.