ლაგოდეხში 5 მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა
ლაგოდეხის ,,არქიმედეს” კლინიკაში, გეგმიური ტესტირების შედეგად, კოვიდკლინიკის სამ, ხოლო სამშობიაროს კლინიკის 2 მედპერსონალს კორონავირუსი გამოუვლინდა.
არსებული ინფორმაციით, აქედან ერთი ქალბატონი ორსულია.
ინფიცირებული ექიმები ბინაზე გადიან მკურნალობის კურსს.
ლაგოდეხის ,,არქიმედეს” კლინიკის დირექტორი, ნიკოლოზ ყარალაშვილი ამბობს, რომ ინფიცირებულ პირებს ამ ეტაპისთვის გართულებები არ აღენიშნებათ.
მისი განცხადებით, კლინიკა ამ დროისთვის სრული დატვირთვით მუშაობს და იღებს პაციენტებს.