სოფელ აფენში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში მომხდარ ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ლაგოდეხი- გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
ახალაგაზრდა კაცი მიღებული ტრამვების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.