თელავის ისტორიული მუზეუმი მუშაობას 24 ნოემბრიდან განაახლებს
თელავის ისტორიული მუზეუმი მუშაობას 24 ნოემბრიდან განაახლებს.
დაწესებულებამ მუშაობა პანდემიის გამო, 10 ნოემბერს დროებით შეაჩერა.
,,ისტორიული მუზეუმი მუშაობას განაახლებს რამდენიმე დღეში. მანამდე კი კორონავირუსის პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში ვმუშაობდით და საზოგადოებას სოციალური ქსელების საშუალებით ვაწვდიდით სხვადასხვა ინფორმაციას”,-განაცხადეს მუზეუმში.