კახეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 17 თელავში დაფიქსირდა
კახეთში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, დაინფიცირებულთა რაოდენობა 1585-მდე გაიზარდა.
დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან ახმეტაში -13, გურჯაანში -8 ,დედოფლისწყაროში -20, თელავში-17, ლაგოდეხში -6, საგარეჯოში-16, სიღნაღში -9 და ყვარელში -12 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე რეგიონში მკურნალობას 1,202 მოქალაქე გადის, მათ შორის 1, 093 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 27 კოვიდსასტუმროში, ხოლო 82 იმყოფება კოვიდკლინიკაში.
რეგიონში კორონავირუსით ჯამში გარდაიცვალა 10 ადამიანი.