ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთის რეგიონში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, ახალი შემთხვევებიდან თელავში -30, ახმეტაში -1, საგარეჯოში -0, ლაგოდეხში -2, სიღნაღში -3, გურჯაანში-16, დედოფლისწყაროში -6 და ყვარელში-6.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, კახეთის რეგიონში სექტემბრიდან დღემდე რეგისტრირებულია კოვიდ 19-ის 906 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. მუნიციპალიტეტების მიხედვით მათი განაწილება ასეთია: ახმეტა -38, გურჯაანი -234, დედოფლისწყარო -37, ყვარელი -106, სიღნაღი – 68, ლაგოდეხი -75, თელავი – 278 და საგარეჯო – 70.

,,რეგიონში აქტიური მკურნალობის რეჟიმში იმყოფება 670 ინფიცირებული, მათგან 54 მკურნალობს კოვიდ-კლინიკაში, 610 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ. ასევე 6 პირი იმყოფება კარანტინში, 233 პირი გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
საკარნტინე 3 სივრცეში ამჟამად იზოლირებულია 118 მოქალაქე, კოვიდ სასტუმროში -4 მოქალაქე, ხოლო სახლებში თვითიზოლაციაში იმყოფება 1502 მოქალაქე“,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისი თქმით, კახეთის რეგიონში დღემდე ჩატარებულია 34628 PCR ტესტირება. ,,მთავრობის ახალი განკარგულების შესაბამისად უკვე დაიწყო და მიმდინარეობს PCR ტესტირების ანტიგენზე სწრაფი მარტივი ტესტებით ჩანაცვლების პროცესი.
ინფიცირებულთა შორის არიან სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები, პედაგოგები, შსს თანამშრომლები.
ინფიცირებულთაგან უმრავლესობა სიმპტომიანი პაციენტებია.
გრძელდება გეგმიური მიზნობრივი და რანდომული ( შერჩევითი) ტესტირება : პედაგოგები, შსს თანამშრომლები, საბავშვო ბაღის თანამშრომლები და სხვა.
კახეთის რეგიონში დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებს 1 კოვიდ კლინიკა და 1 კოვიდ სასტუმრო”,-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.