მამუკა მდინარაძე: არანაირი მნიშვნელოვანი დარღვევა არ გამოვლინდა
უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომ გამართულად და დემოკრატიულად ჩატარდა, ეს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა.
„ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლინდა 100-მდე პრობლემატური უბანი, რის დაზუსტება და გარკვევაც ვერ მოხდა ოქმებით. ცესკომ მიიღო ამასთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება და 20-მდე, 19 დღეის მდგომარეობით ასეთი უბანი ხელახლა იქნა გადათვლილი. გადათვლის შედეგად, რომელსაც ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, არანაირი გაყალბების კვალი და არანაირი მნიშვნელოვანი დარღვევა, მითუმეტეს რასაც შეიძლებოდა უპირატესობა მიენიჭებინა მმართველი პარტიისთვის, ასეთი არ დაფიქსირებულა.
მეტიც, რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს და პარადოქსული იყოს ვიღაცის წარმოდგენაში, გადათვლის შედეგად, მცირედით გაუმჯობესდა კიდეც მმართველი პარტიის შედეგები. მე შემიძლია გითხრათ, რომ მაგალითად ბათუმში იყო უბანი, სადაც მმართველ პარტიას ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ხმები დაკლებული, თუ არ ვცდები 13 ხმაზეა საუბარი.„
მდინარაძემ აღნიშნა, რომ მიტინგების პარალელურად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ფეისბუქზე შექმნილი აქვს გვერდი, ჩვენ შეგვიძლია ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ და ამ გვერდს ჰქვია „გაყალბებული ოქმები“, სადაც მოქალაქეები სიყალბის გაბათილებას და არგუმენტებით კამათს ცდილობენ, თუმცა მსგავსი კომენტარები მაშინვე იშლება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მათი ამოცანა მხოლოდ და მხოლოდ სიცრუის გავრცელება და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაა. ბრიფინგის შემდეგ შემიძლია, მედიას მოგაწოდოთ ე.წ ,,სქრინები“ იმასთან დაკავშირებით, როგორ იშლება ყველა არგუმენტი, რომელიც აბათილებს მათ სიცრუეს – ასეთი არის ათობით და ასობით.