ახალი ამბები

თელავის საიუველირო მაღაზია “გიშერი” და მისი ისტორია

ხშირად გაიგონებთ თელავში ფრაზას, “გიშერთან ვარ” ” გიშერთან ახლოს” ან მსგავსი. მისი ასეთი პოპულარობა საიუველირო მაღაზია ,,გიშერს” უკავშირდება, რომელმაც მეოცე საუკუნის 50–იან წლების დასაწყისში დაიწყო არსებობა.
“გრიშა არუთინოვმა 1925 წელს უსასყიდლოდ გადასცა ქალაქს თავისი სახლი, სადაც ჯერ პურის საცხობი, ხოლო შემდეგ საკონდიტრო ფუნქციონირებდა. შემდეგ მის ადგილზე XX ს. 50–იან წლების დასაწყისში შემნახველი სალაროს შენობა ააგეს, მოგვიანებით კი იქ საიუველირო მაღაზია „გიშერი“ განთავსდა. მიმდინარე საუკუნის დასაწყისში ეს შენობა მთლიანად აიღეს და მის ადგილას ორსართულიანი სახლი ააგეს. “
იმ ადგილას დღემდე უამრავი კაფე და მაღაზია გაიხსნა, თუმცა ყველა “გიშერით” მოიხსენიებს .
წყარო :
თეიმურაზ ვახტანგიშვილი
თენგიზ სიმაშვილის წიგნიდან
“თ ე ლ ა ვ ი წარსული და თანამედროვეობა “
ფოტო :
ანა მარგველაშვილი
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე