ახალი ამბები

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პოლიტიკური სუბიექტი შედის -Survation-ის ეგზიტპოლი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, 20:00 საათზე ხმის მიცემა შეწყდა. სამაუწყებლო კომპანიამ “რუსთავი2” ეგზიტპოლის შედეგები წარმოადგინა, რომელიც ბრიტანულმა ავტორიტეტულმა ორგანიზაცია Survation-მა ჩაატარა. ცდომილება 1.2%-ია.

აღნიშნული მონაცემები წარმოადგენს 17:30 საათის შედეგებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში შედის 9 პოლიტიკური სუბიექტი.

Survation-ის ეგზიტპოლის შედეგად შედეგები ასე გადანაწილდა:

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – 52.26%

საარჩევნო ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”” -25.33%

“ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” – 4.20 %

“გირჩი” – 3.52 %

“ლელო – მამუკა ხაზარაძე” – 2.61%

საარჩევნო ბლოკი “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” -2.37%

“დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” -2.29%

“შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – 1.22%

“ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები” – 1.02 %