არჩევნებიარჩევნები 2020ახალი ამბებიბლოგები

ადამიანის უფლებათა ცენტრი- სოფელ ლამბალოს საარჩევნო უბანზე საჩივარი დაიწერა

ადამიანის უფლებათა ცენტრი დღის განმავლობაში აკვირდება საარჩევნო პროცესს კახეთში. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სხვადასხვა სახის დარღვევები დააფიქსირეს.

,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 09.11.50 საარჩევნო უბანზე ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირებელმა დააფიქსირა ალკოჰოლური სასმელის მოხმარების სავარაუდო ფაქტი კომისიის თავმჯდომარის და კომისიის წევრების მხრიდან, რაზეც შეიტანა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში და დაწერა საჩივარი, რომელსაც არ ურეგისტრირებდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც იყო აგრესიული და ცდილობდა დამკვირებელზე ზეწოლას.

მან ასევე სცადა ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა ჯგუფის კოორდინატორზე, დიმიტრი ნოზაძეზე ფიზიკური ძალის გამოყენება, მიმართა მას უხეშად და შეურაცხმყოფელი სიტყვებით.”,-აცხადებენ ორგანიზაციაში.