ახალი ამბები

ამირან გამყრელიძე – პიკი ნოემბრის მეორე- მესამე კვირას გვექნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძეს განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, მაგრამ ეს პროცესი დღემდე მართვადია.

მისივე თქმით, მთლიანად ქვეყანაში ჩატარებულია 851 ათასი PCR ტესტი და 441 ათასი სწრაფი ანტიგენზე და ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საქართველო ,,წითელ ზონაში” შევიდა და პიკი ნოემბრის მეორე-მესამე კვირას გვექნება.

„მილიონ მოსახლეზე ტესტირების მაჩვენებელში არა გვიშავს – გვაქვს 29 ათასი. ახლა ძირითადი დარტყმა გადადის პირველად ჯანდაცვაზე და ჰოსპიტალურ სექტორზე და გთხოვთ რაც შეიძლება ხშირად გაახმოვანეთ სლოგანი ,,დარჩით სახლში” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.