თელავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
თელავი – გურჯაანის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 47 წლის მამაკაცის მდგომარება მძიმეა.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალთან მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ დაშავებულის გამოსაყვანად სახანძრო – სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ავტომობილის გაჭრა მოუწიათ.
მამაკაცი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
საავადმყოფოს მენეჯერის, ხათუნა ჭონიაშვილის განმარტებით, პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჯერ ინსულტი განუვითარდა და შეჯახება შემდეგ მოხდა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.