ახალი ამბები

თელავში მუსიკალური სკოლები, ქორეოგრაფიული წრეები და სპორტული სექციები იკეტება

თელავში მუსიკალური სკოლები, ქორეოგრაფიული წრეები და სპორტული სექციები იკეტება. მერიის გადაწყვეტილება დაქვემდებარებულ აიპებს დღეს შეატყობინეს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ფიქრია ყუშიტაშვილის ინფორმაციით, რეკომენდაცია ჯანდაცვის უწყებების მიერ, კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის მიიღეს.
,,შესაბამისმა უწყებებმა მოგვცეს რეკომენდაცია, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაგვეკეტა აღნიშნული დაწესებულებები. ვადა განსაზღვრული არ არის, ალბათ ვითარების დასტაბილურებამდე ასე იქნება’‘,- განაცხადა ყუშიტაშვილმა.
სახელოვნებო და სპორტული სკოლები, 2020 წლის მარტში, კორონა ვირუსის პანდემიად გამოცხადების დროს დაიკეტა და მიმდინარე სასწავლო წელს, მხოლოდ ორი თვის განმავლობაში იმუშავა.