სოფელ მატანში ავარიას ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა.
თვითმხილების ინფორმაციით, საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვანია.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა. მათ უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.