ახალი ამბები

სოფელ ჩუმლაყში, მევენახემ ყურძნის მტევანზე შემოხვეული გველი იპოვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ვენახში რთველის დროს ყურძნის კრეფისას ადგილობრივმა უჩა ქემაშვილმა მტევნის მაგივრად შხამიან გველს წაავლო ხელი.

მისი ინფორმაციით, გველი საფერავის ყურძნის მტევანზე იყო მოკალათებული.

უჩა ამბობს, რომ დაგესვლას შემთხვევით გადაურჩა.

ფოტო: უჩა ქემაშვილი