სოფელ ენისელში თხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
კახეთის რეგიონში თხილის ახალი საწარმო გაიხსნა.
საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტის მოადგილემ ხატია წილოსანმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორ, პიტერ ვიბლერთან ერთად ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ ენისელში გახსნა.
საწარმოში 16 ადგილობრივია დასაქმებული და ყოველწლიურად, კახეთის რეგიონის დაახლოებით 300 ფერმერს მოემსახურება.
„თხილის მიმღებ-გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმო ადგილობრივ ფერმერებს მოემსახურება და თხილის მწარმოებლებს შესაძლებლობას მისცემს, მაღალხარისხიანი პროდუქცია აწარმოონ. წლევანდელი წელი გამორჩეულად მნიშვნელოვანია, რადგან დაახლოებით 50 000 ტონა თხილის მოსავალს ველოდებით, რაც საექსპორტო მიმართულებით შესაძლებლობას მოგვცემს, გარკვეული თანხის გენერირება მოვახდინოთ ეკონომიკაში“, – განაცხადა ხატია წილოსანმა.
საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, კომპანია FERRERO-სა და „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) (AgriGeorgia/Ferrero-ს, USAID- ისა და CNFA-ს ერთობლივი პროექტი) მხარდაჭერით აშენდა.
,,კახეთის რეგიონში თხილის გამრჩევ-საშრობ-სასაწყობე (HDS) საწარმოს არსებობა მნიშვნელოვანია თხილის ხარისხის შესანარჩუნებლად. აღნიშნული სერვისის არსებობა მცირე მწარმოებლებს საშუალებას აძლევს შეამცირონ მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგები და მიიღონ მაღალ ფასიანი პროდუქტი. საწარმოს საშრობის წარმადობა 1 000 ტონაა, ხოლო შენახვის – 500 ტონა”, – განაცხადეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
უწყების თქმითვე, შპს „აგრი მენეჯმენტი გრუფ ოფ ჯორჯია“-მ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ისარგლებლა და „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ჯამურად, 1 მლნ ლარამდე ინვესტიცია მიიღო, აქედან, 370,000 ლარი გრანტია, ხოლო 300,000 ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი.

