თელავში ,,რთველი 2020,,-ის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს
თელავში ,,რთველი 2020,,-ის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა სოფლებში მერის წარმომადგენლებს და ფერმერებს შეხვდნენ.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს ,,რთველი 2020,,-ის საორგანიზაციო საკითხები და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
შოთა ნარეკლიშვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად იქნება ჩართული საორგანიზაციო საკითხებში, რათა რთველმა წარმატებულად, შეფერხებების გარეშე ჩაიაროს.
,,შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განვიხილეთ საორგანიზაციო საკითხები, ვიმსჯელეთ განსახორციელებელ ღონისძიებებზე. ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურ კოორდინაციაში იქნება ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა რთველი წარმატებულად, ორგანიზებულად ჩავატაროთ, შეფერხებების და ქარხნებთან რიგების გარეშე”, -განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
,,რთველი 2020,,-ის საკოორდინაციო შტაბი კი გასული წლის მსგავსად თელავშია განთავსებული.

