ლაგოდეხში მიუსაფარი ძაღლებისთვის ნაყიდი სახლები მოიპარეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანთან მდებარე უღელტეხილზე მიუსაფარი ძაღლებისთვის განთავსებული ხის სახლების ნაწილი მოიპარეს.
აღნიშნული სახლები მერიის ინიციატივით განთავსდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ზურაბ ჯაფარიძეს ინფორმაციით, მოპარულია ხის სამი სახლი.
მისივე განცხადებით, მომხდარის შესახებ შესაბამის სამსახურებს უკვე აცნობეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ლაგოდეხის მერიამ მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის 14 სახლი იყიდა, რაშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 500 ლარამდე გადაიხადა.