ახალი ამბები

სკოლებში ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა სავალდებულო იქნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს , რომ სკოლებში ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა იქნება სავალდებულო.

მისი განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან დაახლოებით ორთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, დაასრულა რეკომენდაციების პაკეტის შემუშავება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სწავლის პროცესი დაიწყოს და განხორციელდეს ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხოდ, ხოლო სასკოლო გარემოში კოვიდის გავრცელების რისკები მინიმუმამდე შეიზღუდოს.

„მთავარი პრინციპები უსაფრთხო სასწავლო გარემოსთვის ძირითადად სამი მიმართულებაა. ესენია, პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებებისა და პირბადეების შესაფერისი წესით გამოყენება.

ასევე დისტანციის შენარჩუნება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. თითოეული ამ მიმართულებით დეტალური რეკომენდაციები არის ჩაშლილი.

რამდენიმე მათგან მინდა გაგიზიაროთ, ერთმეტრიანი დისტანცია ესაა მინიმალური უსაფრთხო, რომელიც სკოლაში აუცილებლად უნდა იქნას დაცული.

პირბადის გამოყენება სასკოლო გარემოში სავალდებულო იქნება ყველა ვიზიტორისთვის, თანამშრომლისთვის, იქ დასაქმებული მასწავლებლებისთვის და სხვა პირებისთვის, გარდა მოსწავლეებისა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.