კახეთში 303 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტუდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით 303 ტესტირებულ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
მისივე განცხადებით, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია.
,,კახეთის რეგიონში კარანტინის 4 ლოკაციაზე იმყოფება 273 მოქალაქე. თვითიზოლაციაში კი 43 პირი. გარდა ამისა, მიმდინარეობს სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება. 12 ივლისს აღებული და PCR ტესტირებისათვის გაგზავნილი იქნა 303 ნიმუში. ყველა მათგანის ტესტირების შედეგი ცნობილი და ნეგატიურია. სულ კახეთის რეგიონში აღებული და ტესტირებულია 12 216 ნიმუში”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.