,,ლელომ” კახეთში დეპუტატობის კანდიდატად სამხედრო მფრინავი ქალი წარადგინა
„ლელო საქართველოსთვის“ – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ახლადდაფუძნებულმა პოლიტიკურმა პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მცხეთაში, სვეტიცხოვლის წინ გამართულ ცერემონიაზე წარადგინა.
სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანისა და საგარეჯოს გაერთიანებულ ოლქში ლელომ, პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პირველი სამხედრო მფრინავი ქალი ეკა ქვლივიძე წარადგინა. ეკა ქვლივიძე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მკვიდრია.
„ის არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სამხედრო მფრინავი ქალი. 12 წელი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ბოლო დროს აქტიურად მოღვაწეობს სამოქალაქო ავიაციაში და ჩართულია მომავალი ავიატორების განათლებასა და აღზრდაში, “ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ კანდიდატის წარდგენისას.