დედოფლისწყაროში 11 და 14 წლის მოზარდებს ეძებენ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 11 და 14 წლის ასაკის მოზარდებს მეორე დღეა ეძებენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვები მეზობლები არიან, სახლიდან გუშინ გავიდნენ და არ დაბრუნებულან. ერთ- ერთი მოზარდის მამის ინფორმაციით, ბავშვები თბილისში წასვლას აპირებდნენ, მაგრამ ადგილზე არ ჩასულან.
,,მეზობლის ბიჭს უთქვამს, თბილისში ნათესავთან გამომყევიო. გუშინდელს შემდეგ ვეძებთ და ვერ ვპოულობთ. თბილისშიც არ ჩასულან”,– განაცხადა მოზარდის მამამ.
მისივე თქმით, მათ აღნიშნულის შესახებ პოლიციასაც შეატყობინეს და სამძებრო სამუშაოები დაწყებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.