კორონავირუსით ინფიცირებული პირი სოფელ ჩუმლაყიდან თბილისში გადაიყვანეს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში კორონავირუსით ინფიცირებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მისივე განცხადებით, ის თბილისში, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
,,სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ამ ეტაპზე, უსიმპტომო პაციენტია და მას თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.