ჩუმლაყში ეპიდემიოლოგები კორონავირუსის შესაძლო შემთხვევას სწავლობენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩუმლაყში ეპიდემიოლოგები კორონავირუსის შესაძლო შემთხვევას სწავლობენ.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობა ჰქონდა ნაქირავები.
აღნიშნულ საკიხზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონულ განყოფილებაში კომენტარს არ აკეთებენ.
განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, დღეს, 14:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება, რომლის დროსაც აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებითაც იქნება საუბარი.