ახალი ამბები

გურჯაანში მცხოვრები ახალგაზრდა მუსიკალური მეგაპროექტის მონაწილე გახდა

გურჯაანში მცხოვრები ახალგაზრდა მომღერალი ლევან ყანდიაშვილი ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″ –ის მუსიკალური მეგაპროექტის ,,დიდი სცენა” მონაწილე გახდა.

მისი თქმით, მან რთული შესარჩევი ტური გაიარა და ათ მონაწილეს შორის მოხვდა.

,,კონკურსში მონაწილეობა იმის გამო გადავწყვიტე, რომ კარანტინმა დამღალა და იზოლაციის შემდეგ მინდოდა რამე მეკეთებინა. მივხვდი რამდენს ნიშნავს ეს დრო და ამ შესაძლებლობის გამოყენება გადავყვიტე. ახლა საოცნებო ეტაზე ვარ, ტოპ-ათეულში მოვხვდი და მალე პირველი ლაივი მაქვს.

რთული იყო შესარჩევი ტურის გადალახვა, რადგან კონკურენციაც მაღალია. მაყურებელი ყოველ კვირას 10 საათზე შეძლებს უყუროს მუსიკალურ პროექტს და მხარი დაუჭიროს სასურველ მონაწილეს.

ხვალ, 22:00 საათზე, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გაიმართება პირველი ,,ლაივ კონცერტი”. ყველას მოვუწოდებ მხარი დამიჭირონ ნომერზე: 032 2 77 99 13. თითო აბონენტს მხოლოდ ერთი ზარის განხორციელების უფლება აქვს”,– განუცხადა knews.ge-ს ლევან ყანდიაშვილმა.

“დიდი სცენა” ახალი მუსიკალური მეგაპროექტია ინოვაციური წესებითა და განსხვავებული შინაარსით. შესრულდება როგორც ქართული, ასევე უცხოური ჰიტები.

პროექტი შედგება 11 ეპიზოდისგან – შესარჩევი ტური, კასტინგის 3 სერია და 8 საკონკურსო კონცერტი. ნახევარფინალში ხუთი კონკურსანტიდან ჟიური და მაყურებელი ირჩევს სამ ფინალისტს და რაც მთავარია, “დიდი სცენის” გამარჯვებული გახდება მაყურებლის, ფავორიტი.