ახალი ამბები

უნდა ჩატარდეს თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი წესებით?

აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

კოვიდ-19 პანდემიის გავრცელების საშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვები კი თითქმის ყველა სფეროს შეეხო, მათ შორის ეროვნული გამოცდების ჩატარების წესებსაც.

მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების მიხედვით, სავალდებულოა აბიტურიენტებმა მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია, მუდმივად ეკეთოთ პირბადე და მითითების შემთხვევაში დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით.

მთავრობის დადგენილებით, ასევე პირველ გამოცდაზე დაშვებულ საეჭვო სიმპტომების მქონე აბიტურიენტს, რომელსაც აქვს უარყოფითი PCR ტესტი, მეორე გამოცდისთვის აუცილებლად დასჭირდება ტესტის გადამოწმება. აღსანიშნავია, რომ გამოცდაზე გამორთული იქნება კონდიციონერები, რამაც ასევე უკმაყოფილება გამოიწვია აბიტურიენტებში.

“ძალიან რთულია ასეთ პირობებში გამოცდაზე იჯდე, პირბადით, უჰაერობაში, გამორთული კონდიცინოერით და ფიქრობდე თუ რა დაწერო”,– განუცხადა knews.ge თელავის მკვიდრმა სოფო ახალკაციშვილმა.