ახალი ამბები

 თელავში ორი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების აკურისა და წინანდლის საბავშვო ბაღებში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ბაღებს დაემატება ახალი ჯგუფები, რომელიც მოიცავს დარბაზს, ბავშვების ოთახს, გასახდელს, საძინებელს და სველ წერტილებს.

წინანდლის საბავშვო ბაღისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 312 526 ლარი, ხოლო სიფელ აკურისთვის 90 881 ლარი.

„მიმდინარეობს ორი საბავშვი ბაღის რეკონსტრუქცია. ასევე იგეგმება წვრილმანი სამუშაოების ჩატარება (მოწესრიგება) სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებში”,– განუცხადა knews.ge ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა დავით ქსოვრელიშვილმა