ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

MMA-ის მებრძოლი თელავიდან

 თელავის მკვიდრი სოსო ქოჩიშვილი 3 წელია MMA-ის ორთაბრძოლებში იღებს მონაწილეობას.

მისი გამოსვლებიდან უმეტესი გამარჯვებით დასრულდა. პანდემიის გამო ჩაეშალა 4 ორთაბრძოლა, თუმცა კოვიდ-19-ის დასრულების შემდეგ კვლავ განაგრძობს მონაწილეობას სხვადასხვა შეხვედრებში.

სოსომ თელავში ორი სპორტული კლუბი შექმნა.

,,ჩემ კლუბში 40–ზე მეტი მოსწავლეა, ახლა დროებით დაკეტილი გვაქვს დარბაზები და ვარჯიში ღია სივრცეში გვიწევს. სამომავლოდ ვგეგმავ უფრო მეტ შეჯიბრში მონაწილეობა მივაღებინო მოსწავლეებს და თავადაც განვაახლებ ორთაბრძოლებს. მყავს ასევე სოციალურად დაუცველი ბავშვებიც, რომელბსაც არ ვახდევინებთ გადასახადს, პირიქით ჩვენ მათ ინვენტარითაც კი ვეხმარებით “- განუცხადა knews.ge MMA-ის მებრძოლმა სოსო ქოჩიშვილმა.

ავტორები: მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური