სიღნაღში ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მიტოვებული ჩვილი იპოვეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში, ადგილობრივებმა, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე , მიტოვებული ახალშობილი იპოვეს.
მოქალაქეებმა ფაქტის შესახებ სამართალდაცავებს შეატყობინეს, რის შემდეგაც ბავშვი წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით, ჩვილი მამრობითი სქესისაა, დაზიანებები არ აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდარზე გამოძიება 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.