ახალი ამბები

15 ივნისიდან ტურიზმი აღდგება

საქართველოს მთავრობის საბჭოს წევრებმა იმსჯელეს შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპზე, რომელიც 15 ივნისიდან შევა ძალაში და გულისხმობს შიდა ტურიზმის ამოქმედებას.

“აღინიშნა, რომ აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაძლო გართულება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი”,- განაცხადეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.