რა გავლენა იქონია კორონავირუსის პანდემიამ ფოტოგრაფების საქმიაობაზე
კორონავირუსის პანდემიის გამო საქმიანობა ფოტოგრაფებმაც შეაჩერეს.
როგორც KNEWS.GE-ს ფოტოგრაფმა გიორგი ჩეკურიშვილმა განუცხადა, “კოვიდ-19”-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაწესებული რეგულაციების გამო თელავში ოფისის დაკეტვა მოუწია და შემოსავლის გარეშე დარჩა.
” პანდემიის გამო იძულებული გავხდი ოფისი დაეკეტა და საქმიანობა შემეჩერებინა, რამაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ჩემი ძირითადი შემოსავლის წყარო იყო ბოლო ზარის, ქორწილებისა და ბანკეტის დროს გადაღებული ვიდეოებიდან და ფოტოებიდან მიღებული თანხა”,– განუცხადა KNEWS.GE-ს გიორგი ჩკურიშვილმა.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე, ზურა არჩემაშვილი