ახალი ამბები

შშმ პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები 600 ლარიანი დახმარებით ისარგებლებენ

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები 6 თვის განმავლობაში 600 ლარიანი დახმარებით ისარგებლებენ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.

გიორგი გახარიას ინფორმაციით, საქართველოში ასეთი 40 000 მოქალაქეა და ამ ღონისძიების მოცულობა 25 მილიონი ლარი იქნება.