კახეთში მიწისძვრა მოხდა
დღეს, 10:08 საათზე, კახეთის რეგიონში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ყვარლიდან აღმოსავლეთით 9 კმ-ში დაფიქსირდა.
მათივე ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4,2 მაგნიტუდა შეადგინა.
ბიძგები იგრძნობოდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. მიწისძვრას ნგრევა არ გაუწვევია.

