ახალი ამბები

თელავში მოხალისე გოგონები 242 ოჯახს დაეხმარნენ

თელავში მცხოვრები მოხალისე გოგონების ჯგუფი ამ დროისთვის უკვე 242 ოჯახს დაეხმარა.

მათ მოხალისეობრივი საქმიანობა თითქმის ერთი წინ დაიწყეს.

,,242 ოჯახს გავუწიეთ დახმარება, თუმცა ვინაიდან გვიწევს უამრავ ადამიანთან შეხება, ვაპირებთ დროებით შევწყვიტოთ ჩვენი საქმიანობა. ამ ეტაპზე, ვფიქრობთ ხანდაზმულებს დახმარება დისტანციურად გავუწიოთ, მაგალითად, ჩავურიცხავთ კომუნალურ გადასახადებს”, – განუცხადა knews – ს სოფო სუხიტაშვილმა.

მოხალისე გოგონათა ჯგუფი, კორონავირუსის საფრთხის შემცირების შემდეგ, კვლავ განაგრძობს ხანდაზმული მოქალაქეების დახმარებას.

,,მივიღებთ მოხალისეებს, რადგან 7 გოგო ვართ და ვცდილობთ მაქსიმალურად გადავნაწილდეთ. მთავარი მიზანია, რომ ამას სისტემატიური ხასიათი მიეცეს. ყველა ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისთვის”.