ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან გაგზავნილი ათი ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, კახეთის ცხელების ცენტრებიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი საეჭვო სიმპტომების მქონე ათი პაციენტის კორონავირუსზე ტესტირების შედეგი უარყოფითია.
ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, დღეს კახეთის რეგიონიდან 20-მდე საეჭვო სიმპტომის მქონე პაციენტის ნიმუში გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში, რომელზეც პასუხი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.
კახეთში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 16 მოქალაქე, ხოლო 10 საკარანტინო სივრცეში 621 პირი იმყოფება.