21 პირიდან კახეთში კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა
კახეთის ცხელების ცენტრებიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 21 ნიმუშიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, აღნიშნულ პირებს საეჭვო სიმპტომები და ტემპერატურა აღენიშნებოდათ.
მისი თქმით, ცხელების ცენტრებიდან ლუგარის ლაბორატორიაში პირების ნიმუშების გაგზავნა გაგრძელდება.
ნელი ხიზანიშვილი აღნშნავს, რომ ამ დროისთვის კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და ამ დრომდე კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა.
ამ დროისთვის კახეთის რეგიონში 10 საკარანტინე ლოკაციაზე 675 მოქალაქე იმყოფება.